ღონისძიებები და შეხვედრები
NEXT შანხაის უძრავი ქონების გამოფენაზე
ჩვენი პროექტების გაცნობა საერთაშორისო აუდიტორიისთვის ჩინეთში.
2024 წლის Shanghai International Property & Investment Immigration Expo-ზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დეველოპერებს შევუერთდით და NEXT-ის მიმდინარე და სამომავლო პროექტები წარვადგინეთ.
სამდღიანმა ღონისძიებამ საერთაშორისო უძრავი ქონების, ინვესტირებისა და საცხოვრებლად გადაადგილების სპეციალისტები გააერთიანა. შანხაიში შეხვედრებმა ჩვენი პორტფელისა და მიდგომის გაცნობისა და ახალი საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობა შექმნა.