კომპანიის სიახლეები

NEXT ევროპის ბიზნეს ასოციაციას შეუერთდა

EBA-ში გაწევრიანება საერთაშორისო ბიზნესთან თანამშრომლობის ახალ ეტაპს გვიხსნის.

NEXT ევროპის ბიზნეს ასოციაციას შეუერთდა

ევროპის ბიზნეს ასოციაციას შევუერთდით და თანამშრომლობაზე, ინოვაციებსა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ ქსელთან კავშირები გავაძლიერეთ. გაწევრიანება Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში გამართული EBA Back Together-ის თანამასპინძლობით აღვნიშნეთ.

საღამომ EBA-ს წევრები, რეგიონული პარტნიორები და საერთაშორისო ბიზნესლიდერები შეკრიბა. ბათუმში დაწყებული ჩვენი საქმიანობა დღეს საქართველოს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, კენიასა და ესპანეთს მოიცავს. EBA-სთან ერთად გამოცდილების გაზიარებას, ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებასა და საქართველოს საერთაშორისო ბიზნესგარემოს განვითარებაში მონაწილეობას ვგეგმავთ.

NEXT-ის პროექტის ვიდეო

დაათვალიერეთ ვიდეოები ↗