საერთაშორისო განვითარება
Archi-მ და NEXT-მა ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
პოლონეთში ჩვენი ახალი ოფისი მყიდველებს ადგილობრივ კონსულტაციასა და პროექტებთან უშუალო წვდომას სთავაზობს.

Archi-სთან ერთად The Warsaw HUB-ში გაყიდვების ოფისი გავხსენით. გახსნას Archi-ს გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი და NEXT-ის აღმასრულებელი დირექტორი სოფიო ჭელიძე უძღვებოდნენ. მათ საქართველოს ელჩი დიანა ჟღენტი, პარტნიორები, ინვესტორები და პოლონური ბიზნესის წარმომადგენლები შეუერთდნენ.
ოფისი საქართველოში საცხოვრებელი და სასტუმროს პროექტებით დაინტერესებულ მყიდველებს ადგილობრივ კონსულტაციასა და ორივე კომპანიის გუნდთან პირდაპირ კავშირს სთავაზობს. დუბაისა და კენიის შემდეგ ვარშავა ჩვენი მესამე საერთაშორისო ოფისია. მრავალენოვანი გაყიდვების გუნდის მხარდაჭერით პოლონელ კლიენტებთან კომუნიკაციას კიდევ უფრო ვამარტივებთ.